პრემიერის განცხადებით, რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან ვეღარ მიიღებენ იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი ნაბიჯია, რომელმაც თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოს.

„დაწესებული წესების მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებით და მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩენი მოქალაქეის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა.“,- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა