ალეკო ელისაშვილი - ხომ უნდოდა გიორგი ვაშაძეს პრემიერობა, შეხვდეს "ქართულ ოცნებას" და უკან დაახევინოს - რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და მერე ჩვენ გვაკრიტიკონ?!

იტყუებიან, რომ თითქოს მემორანდუმში რაღაცები არის გაუარესებული, ეს არის ტყუილი,- ასე პასუხობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან " სტრატეგია აღმაშენებლის" კრიტიკას მემორანდუმთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დოკუმენტი ღიაა და სხვებს შეუძლიათ უკეთესი პუნქტები შეატანინონ მმართველ პარტიას.

“კარგით, დავუშვათ ჩვენ გავაუარესეთ, ადგნენ და უკეთესი პუნქტები შეატანინონ "ქართულ ოცნებას", ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ იმას კი არ ნიშნავს, რომ ათი მცნებაა ან სახარებისეული ჭეშმარიტება, შეიტანონ ჩვენზე უკეთესი პუნქტები. ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ და სხვები კომენტატორები არიან, ნუ კომენტატორობენ, იპოლიტიკოსონ, ხომ უნდოდა ვაშაძეს პრემიერობა, მივიდეს და შეხვდეს "ქართულ ოცნებას", უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და მერე ჩვენ გვაკრიტიკონ?!- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მემორანდუმის არც ერთი პუნქტი არ არის მათი თვითშემოქმედება.

"ეს ტექსტი აღებულია ელჩებთან 4 რაუნდის მოლაპარაკების ე.წ. დრაფტიდან, დაჯამებული დოკუმენტიდან გადმოვიტანეთ მემორანდუმში და ერთადერთი საკითხი, რასაც მე მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვითხოვდი, ახლაც ვითხოვ და მემორანდუმშიც წერია, ეს არის რომ 4 ერთთან შეფარდება იყოს დიდ ქალაქებში, ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს სრულად პროპორციულით, რადგან საკრებულოებში მაჟორიტარები უნდა იყვნენ, დამოუკიდებელი მაჟორიტარები, არ არის აუცილებელი საკრებულოში მოხვდეს ის ვინც მაინცდამაინც პარტიის წევრია. ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიასთანაც არ ვიქნებოდი მართალი, რადგან მე საკრებულოს წევრი გავხდი როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა