საარჩევნო რეფორმის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საარჩევნო რეფორმის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სპეციალური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი იქნებიან.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად დახვეწოს საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრას ის მცირედი ხარვეზიც კი, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო. ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეპტიციზმის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, როლის მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას, დამოუკიდებლად იმისგან საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა. მოგეხსენებათ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი პარტია „მოქალაქეებთან“. მემორანდუმი 10-ზე მეტი პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით. შეიცვლება ცენტრალური საოლქო და საუბნო საარჩვნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცეკო-ს თავმჯდომარის შერჩევის წესი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება ნორმები ადმინისტარციული რესურსის გამოყენების შესახებ, ასევე გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. საქართველოს დიდ ქალაქებში, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 20/1-ზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში, თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ 2/1-ზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30 წლიან პრობლემას. გარდა ამისა, როგორც ვთქვით, მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე უმრავლესობის მხრიდან ვიქნები მე, ხოლო ოპოზიციის მხირდან თანათავმჯდომარე იქნება შეთანხმების მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი. სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტი პალამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ლი მაისისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ.

„კიდევ ერთხელ მოვწუოდებ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა