კვლევა - სკოლებში სწრაფი ტესტების გამოყენებას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების განახევრება შეუძლია

ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენებით ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და სკოლის სხვა თანამშრომლების ყოველკვირეულმა შემოწმებამ ინფექციის გავრცელება, შესაძლოა, საშუალო სკოლებში 50% -ით, დაწყებით სკოლებში კი - 35% -ით შეამციროს, - ამის შესახებ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

CNN-ის ინფორმაციით, კვლევა როკფელერის ფონდმა და ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტმა აშშ-ის 6 ქალაქის სკოლებში 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარეს.

თითოეულმა ქალაქმა ტესტირებისთვის დამოუკიდებელი პროგრამა შექმნა, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და დუკ-მარგოლისის ჯანმრთელობის პოლიტიკის ცენტრის მიერ შემუშავებულ გაიდლაინებს შეესაბამებოდა. ტესტირების ჩატარების სიხშირე თავად სკოლებმა განსაზღვრეს.

აღმოჩნდა, რომ ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და სკოლის სხვა თანამშრომლების ყოველკვირეულმა შემოწმებამ ინფექციის გავრცელება, საშუალო სკოლებში 50% -ით, დაწყებით სკოლებში კი - 35% -ით შეამცირა, თვეში ერთხელ შემოწმებამ - 5 %-ით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მხოლოდ მასწავლებლებისა და პერსონალის ტესტირება ნაკლებად ეფექტურია. ამავე კვლევის თანახმად, 2- მეტრამდე მანძილით დისტანციის დაცვა დაინფიცირების მაჩვენებელს 88%-ით, პირბადეების გამოყენება კი 40%-ით ამცირებს.

იხილეთ ვიდეო:კვლევა - სკოლებში სწრაფი ტესტების გამოყენებას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების განახევრება შეუძლია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა