კარლ ჰარცელი თეა წულუკიანთან შეხვედრაზე - დისკუსია ყოველთვის კარგია, ვინაიდან ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით

რისი თქმაც შეხვედრასთან დაკავშირებით შემიძლია, არის ის, რომ ამ შეხვედრას მივესალმები, რადგან ჩემი აზრით, დისკუსია ყოველთვის კარგია, ვინაიდან ვიცით, რომ ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო. გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, იგივე პოზიციაზე რჩება თუ არა, რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ელჩმა აღნიშნა, რომ საკუთარ განცხადებებს მხარს უჭერს, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, კომენტარის გაკეთება არ სურდა.

„ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიზიარეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის აღწერა მედიაში. არ უნდა იყო გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი,“– განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.

ამასთან ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა