შეცვლიან თუ არა რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილებას, ხვალ გახდება ცნობილი

შეცვლიან თუ არა რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილებას, ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, დღეს საღამოს სამუშაო შეხვედრას გამართავენ და გადაწყვეტილებას სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღებენ.

„საღამოს შეიკრიბება საორგანიზაციო საბჭო, განვიხილავთ საკითხს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ხვალ, 11:30-ზე მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალებზე ვისაუბრებ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით,15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.

იხილეთ ვიდეო:შეცვლიან თუ არა რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილებას, ხვალ გახდება ცნობილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა