თურქეთის საგარეო უწყება უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე - თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს

თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სტამბოლის „ბოსფორის უნივერისტეტის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება.

„ჩვენ ვაფრთხილებთ იმ წრეებს, ნუ მოახდენენ იმ ჯგუფების პროვოცირებას, რომლებიც მიმართავენ უკანონო საშუალებებს და ხელს უწყობენ უკანონო ქმედებებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო სამინისტრო ურჩევს მათ, ვინც “ცდილობს, თურქეთს დემოკრატიის შესახებ ლექცია წაუკითხოს, სარკეში ჩაიხედონ.“

სამინისტროს განცხადებით, თურქეთში შეკრებისა და დემონსტრაციის უფლებასა და სიტყვის თავისუფლებას კონსტიტუცია იცავს. სტამბოლის „ბოსფორის უნივერისტეტის“ სტუდენტები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მელიჰ ბულუს რექტორად დანიშვნას თითქმის ერთი თვეა აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მისი დანიშვნა არადემოკრატიულად მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცავებმა 528 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 498 ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

იხილეთ ვიდეო:თურქეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა