ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი “კომენდანტის საათის” დაწყებამდე იმოძრავებს, ხოლო ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვაზე რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა

თბილისის ვიცე- მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. ამასთან, მისი თქმით, ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვის შესახებ რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა.

“მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იქნება საღამოს “კომენდანტის საათის” დაწყებამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირა. რაც მთავარია, ტრანსპორტში პირბადის ტარება იქნება სავალდებული. კონტროლი მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე ადამიანი არ დაიშვება, გაკონტროლდება მეტროს შესასვლელები და ავტობუსების შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან მგზავრი პირბადეს მოიხსნის”,- განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვა ძალაში დარჩება.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი "კომენდანტის საათის" დაწყებამდე იმოძრავებს, ხოლო ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვაზე რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა