ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, მის პირველ მოადგილე გიორგი ხელაშვილთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლას შეხვდა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის, დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის ფარგლებში, საპარლამენტო განზომილების შექმნაზე.

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბარი ასევე, შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საგარეო პოლიტიკის შესახებ.

„მადლობა გადავუხადეთ საფრანგეთს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, არამედ, იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად, საკმაოდ აქტიურად მუშაობენ არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრისას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა