დიმიტრი პესკოვი - არასანქცირებული მიტინგების დროს დაკავებების განხორციელება არა რეპრესიები, არამედ კანონის დამრღვევების მიმართ მიღებული ზომებია

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არასანქცირებული საპროტესტო აქციების დროს განხორციელებული დაკავებების რეპრესიებად შეფასებას არ ეთანხმება.

„ეს არ არის რეპრესიები, ეს არის მხოლოდ პოლიციის მიერ მიღებული ზომები კანონის დამრღვევების მიმართ - არასანქცირებული მიტინგების მონაწილეების მიმართ. ეს რეპრესიები არ არის, ვერ დავეთანხმები ასეთ ზედმეტად ემოციურ შეფასებას, “- განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების ნაწილი პროვოკატორების მსხვერპლი გახდა.

„ზოგიერთმა მათგანმა ნებით, ზოგმა კი - გახდნენ რა იმ პროვოკატორების მსხვერპლები, რომლებიც უკანონო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღების შესახებ ყველანაირ მოწოდებას ავრცელებდნენ, მონაწილეობა მიიღეს და პოლიციამ დააკავა,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავებას რუსეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ათასობით ადამიანი დააკავეს. დასავლეთი რუსეთს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა