აზერბაიჯანში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 263 და დაიღუპა 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, ვირუსის 230 769 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 224 431 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 148 კი - გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ამ დროისთვის, 3 190 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა