ამირან გამყრელიძე - წელიწადი და ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - შევეგუოთ!

გაფართოებული ტესტირების ფონზე, დადებითობის მაჩვენებელი გვეუბნება, რომ შესაძლებელია ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, რომ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. შემსუბუქებები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იყო. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. ითქვა, რომ იანვარში მდგომარეობას დავაკვირდებოდით. მაშინვე გამოცხადდა, რომ 1-ელი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები იქნებოდა. ეპიდსიტუაცია სრულად დამშვიდებული არ არის, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამიტომ თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რისკი ყველა შემსუბუქებას მოჰყვება, თუკი საზოგადოება კვლავ არ შეიქმნის ილუზიას, რომ კორონავირუსი დამარცხდა. გამყრელიძე იმასაც ამბობს, რომ პატარა საქართველოსთვის ინფიცირების 400-500 შემთხვევა მნიშვნელოვანია.

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაჭერა და ასე შემდეგ აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა