ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში ლიეტუვას ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს სააგენტოს საქმიანობა, განხორციელებული პროექტები და საზოგადოდ, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა გააცნო.

ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობასა და ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციებს „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის" დაეთმო.

“ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს და სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ელჩმა სააგენტოს ხელმძღვანელს შესთავაზა ერთობლივი ძალებით გამოფენის მოწყობა, რომლის ფორმატიც ითვალისწინებს რელიგიური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მათი რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნიმუშების გამოფენას. შეხვედრის დასასრულს, ელჩმა კალინდრამ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ვიზიტით ლიეტუვაში მიიწვია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა