ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

ირანელ დიპლომატს ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობის გამო ბელგიის სასამართლომ 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასადოლა ასადის გამოძიება ედავებოდა, რომ მონაწილეობა მიიღო შეთქმულებაში, რომლის მიზანი 2018 წელს, პარიზთან ახლოს ემიგრაციაში მყოფი ირანული ოპოზიციური ჯგუფის, “ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს” შეკრების აფეთქება იყო.

კონკრეტულად კი, გამოძიების თანახმად, ასადოლა ასადიმ ირანული წარმოშობის ბელგიელ წყვილს ლუქსემბურგში, რესტორანში ნახევარი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცა, რომელიც ოპოზიციური ორგანიზაციის შეკრებისას უნდა გამოეყენებინათ. ამ დროს ასადოლა ასადი ვენაში მდებარე ირანის საელჩოში მუშაობდა.

ის მალევე გერმანიაში დააკავეს და ბელგიაში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი დაიწყო. საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი მართავდა ირანის სახელმწიფო დაზვერვის ქსელს და მოქმედებდა თეირანის ბრძანებით. მასთან ერთად, 15, 17 და 18 - წლიანი პატიმრობა მიესაჯათ შეთქმულებაში მონაწილე კიდევ სამ პირს.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს ირანის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ევროპაში ირანელი მაღალჩინოსანი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო