ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ვაქცინაციის შედეგად, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები თითქმის განახევრდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების შემთხვევები თითქმის განახევრდა და ამავე ჯგუფში სერიოზული შემთხვევების რიცხვი მეოთხედზე მეტით შემცირდა.

„გასულ 16 დღეში, მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი 26%-ით შემცირდა და დაახლოებით 45%-იანი კლებაა ახალ შემთხვევებში. ეს არის ვაქცინაციის პირდაპირი შედეგი. წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ის მუშაობს. თუ აიცრებით, შევძლებთ თანდათან გამოვიდეთ შეზღუდვებიდან და გავხსნათ ეკონომიკა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განმარტებით, ქვეყანაში კოვიდ -19-ით გარდაცვალების თითქმის 5 000 შემთხვევიდან 95% 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოდის. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ვაქცინაცია უკვე 84%-ს ჩაუტარდა. ისრაელმა ვაქცინაციის პროგრამა გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დროისთვის მოსახლეობის 35%-ია აცრილი. მთავრობა მიზნად ისახავს, მარტისთვის აცრა მოსახლეობის 50%-ს ჩაუტარდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო