ჯო ბაიდენი - ამერიკა დაბრუნდა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში დიპლომატია დაბრუნდა

ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა ჩინეთისა და რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე ისაუბრა.

„დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას, ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერშეტევას. რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენი ინტერესებისა და ხალხის დასაცავად უყოყმანოდ ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ალექსეი ნავალნი კორუფციის ფაქტების გამჟღავნების გამო გახდა სამიზნე. ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ჩინეთის შესახებ საუბრისას კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ დაუპირისპირდება პეკინის მიერ ”ეკონომიკური საკითხების ბოროტად გამოყენებას, მის ქმედებებს ადამიანის უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ.“

ამასთან, ჯო ბაიდენმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გადატრიალების შეჩერებისგან მოუწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ წყვეტს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში მიმდინარე სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებას და აშშ-ში ყოველწლიურად მიღებული ლტოლვილების რაოდენობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე ფისკალური წლისთვის მისაღები ლტოლვილების ოდენობის ზღვარი 15 000-მდე შეამცირა, რაც, 1980 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბაიდენმა კი განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის პირველი ფისკალური წლისთვის ის ამ ზღვარს 125 000-მდე გაზრდის და მიმართავს სახელმწიფო დეპარტამენტს, კონგრესთან ამ საკითხზე იმუშაოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა