დანია, ნორვეგია და იტალია აცხადებენ, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოიყენებენ

დანია და ნორვეგია იმ ევროპულ ქვეყნებს შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჯერჯერობით არ აცრიან.

იტალიის მედიკამენტების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წლამდე პირებს აცრიან. მათი განმარტებით, 55 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებული და ყველაზე დაუცველი მოქალაქეები, Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინით აიცრებიან.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამივე ქვეყანა ხანდაზმულთა ჯგუფებში ვაქცინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობას ასახელებს.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრენკ ვანდენბრუკმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას მხოლოდ 55 წლამდე ასაკის პირები მიიღებდნენ, ვინაიდან უფრო ასაკოვან ადამიანებში მისი გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობდა.

ამასთან, შვეიცარიამ ვაქცინის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების დამტკიცებაზე უარი განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად AstraZeneca-ს მიერ ავტორიზაციისთვის საჭირო არასაკმარისი მონაცემების წარდგენა დაასახელა.

ცნობისათვის, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და შვედეთიც.

ცნობისათვის, ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ, ევროპის წამლების სააგენტომ (EMA), Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე დაამტკიცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა