ენტონი ფაუჩი - ვაქცინაცია  უნდა ჩაიტაროთ მაშინაც კი, თუ კოვიდ 19 გქონდათ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსი გადაიტანეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთონ.

„თუკი კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ. ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია და თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ,“ - განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ.

”ადამიანებმა, რომლებსაც Covid-19 ჰქონდათ, მაინც უნდა დაიცვან საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მითითებები, რომელიც ორჯერ, 21 ან 28 დღის ინტერვალით აცრას ითვალისწინებს,“ - აღნიშნა ფაუჩიმ.

რამდენიმე დღის წინ ონლაინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი კვლევის წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ 19-ით დაინფიცირებულები იყვნენ და გამოჯანმრთელდნენ, კორონავირუსის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთების შემდეგ ანტისხეულების იგივე ან უფრო მაღალი დონე აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონდათ და ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდათ. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჯერ ექსპერტების მიერ არ არის განხილული და არც სამეცნიერო ჟურნალშია დაბეჭდილი.

იხილეთ ვიდეო: ენტონი ფაუჩი - თუ კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს