რუსეთში დღეს ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება

რუსეთში დღეს კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ცილისწამებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხება.

Reuters-ის ინფორმაციით, ნავალნის ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ცილი დასწამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვიდეო რგოლში, სადაც რუსეთში გასულ წელს განხორციელებული რეფორმების მიმართ მხარდაჭერა იყო გამოხატული.

ნავალნიმ ვიდეოში მონაწილე ადამიანებს მოღალატეები და კორუმპირებული ლაქიები უწოდა.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ამჟამად ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ნავალნის პატიმრობას ვერ მიუსჯიან, რადგან აღნიშნული განცხადება მან კანონის შეცვლამდე გააკეთა, ანუ მაშინ, როდესაც აღნიშნული ბრალდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი არ იყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. დასავლეთი მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა