გერმანიაში კორონავირუსს კიდევ 855 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 60 597-ს მიაღწია

გერმანიაში კორონავირუსის 12 908 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 264 909-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, გერმანიაში კოვიდ 19-ს კიდევ 855 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 60 597-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 14 თებერვლამდე მოქმედებს. ქვეყანაში სკოლები, ბაღები, სილამაზის სალონები, მუზეუმები და თეატრები დახურულია, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი პირბადის ტარება სავალდებულოა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა