საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აგრძელებს, ამ მიზნით, რეგისტრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგისტრაციის პუნქტებს მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი მოქალაქეები ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სამსახურის პირობები დეტალურად გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

“საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. მათ გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1050 ლარს, რაც იზრდება წოდების მიხედვით. მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს; სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ სხვადასხვა კურსებზე.

საბუთების მიღება გამარტივებული წესით იწარმოება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 -დან 16:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - onlinebct.mod.gov.ge, საქართველოს მასშტაბით მობილურ რეკრუტირების ცენტრებსა და შემდეგ ლოკაციებზე: სენაკი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი. საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 595 06-03-44”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს