თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება/სინგაპურის კონვენცია, საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“, ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ორგანიზებით, საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მედიატორთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიებას მოდერირებას უწევდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

“მედიატორებმა და იურისტებმა მსოფლიოს 3 კონტინენტის 8 ქვეყნიდან მონაწილეებს გაუზიარეს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა მედიაციის სტანდარტებთან და მედიაციის პროცესში ადვოკატის როლთან დაკავშირებით. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორებთან მსოფლიო მასშტაბით",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა