ალეკო ელისაშვილი - ძალიან ბევრ ოპოზიციონერს უნდა პარლამენტში შესვლა და ძალიან წვალობს - რას არ ამბობს, რომ როგორმე ადრე ნათქვამი სიტყვებიდან გამოძვრეს

ძალიან ბევრ ოპოზიციონერს უნდა პარლამენტში შესვლა და ძალიან წვალობს - რას არ ამბობს, რომ როგორმე ადრე ნათქვამი სიტყვებიდან გამოძვრეს და პარლამენტში შემოვიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პარლამენტის მუშაობაში ჩართვაზე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფარული მოლაპარაკებები აქვს.

„ჩვენ არაფერი გვქონდა დასამალი და „ქართულ ოცნებას“ პირისპირ, კამერების თანდასწრებით შევხვდით. სხვები როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა, ჩუმ-ჩუმად ხვდებიან. მოვუწოდებ მათ, მართლა მოეშვან და საკითხს უფრო მეტი გაბედულებით მოეკიდონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა