სერგეი ლავროვი - რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომლის დასმასაც აპირებთ დღევანდელ მოლაპარაკებებზე. ჩვენ შევეცდებით არ გაგიცრუოთ იმედი ”, - დასძინა მინისტრმა.

ცნობისათვის, ჟოზეფ ბორელსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ლავროვთან შეხვედრამდე ბორელი, რომელიც მოსკოვში დღეს ჩავიდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა