გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსებთან სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას აგრძელებს. გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები და ასევე, დაითესა ბალახი.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 270 000 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,AWARD” ახორციელებს. გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა