მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე - კეთილი ინებონ, ან დეკლარაციები შეავსონ, ან ჯარიმა გადაიხადონ

კეთილი ინებონ, ან დეკლარაციები შეავსონ, ან ჯარიმა გადაიხადონ, თუ ლოგიკას ავითარებენ, რომ ათასი ლარია საპირწონე, რითაც მათ პარლამენტში შემოვიტყუებთ, ეს რამდენად რეალურია საზოგადოებამ შეაფასოს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ლოგიკაა, რომ ხელისუფლება 1000-ლარიანი ჯარიმით ცდილობს ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას.

"დეკლარაციის შეუვსებლობის ჯარიმა არის 1000 ლარი და 1000 ლარით ვაიძულებთ, რომ შემოვიყვანოთ პარლამენტში? -ეს არის მათი ლოგიკა. რამდენად რეალური ლოგიკაა, თქვენ შეაფასეთ. დეკლარაციების ჩვენი მხრიდან პატიოსნად შევსების მიუხედავად, მე მაგალითად 3-4 წელია რაღაცებს მაბრალებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ტყუილია. კეთილი ინებონ ახლა, მათ სიმართლე ჩაწერონ და ნახევრად ჟარგონულად ვიტყვი - ქე მაინც გამოიკვლევთ მათ რეალურ ქონებრივ შესაძლებლობებს. კეთილი ინებონ, ან დეკლარაციები შეავსონ, ან ჯარიმა გადაიხადონ, ეს არის მოთხოვნა. თუ ლოგიკას ავითარებენ, რომ ათასი ლარია საპირწონე, რითაც მათ პარლამენტში შემოვიტყუებთ, ეს რამდენად რეალურია საზოგადოებამ შეაფასოს. ჩამჭერით მათი პირით, მე მივხვდი ძალიან მყარი არგუმენტია, როგორც კი დეკლარაციას შეავსებენ, ისინი იძულებულნი იქნებიან, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და დაიწყონ მუშაობა, ძალიან სერიოზული არგუმენტია, ამაზე სერიოზული მე არ მომისმენია..."- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა