ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა შეაჩერა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანასთან დაკავშირებული დონალდ ტრამპის გეგმა შეაჩერა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, ჯარისკაცების გაყვანა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აშშ-ის სამხედრო ძალების მდგომარეობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესწავლას არ განახორციელებს.

შეგახსენებთ, გასულ წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ გერმანიიდან, სადაც, საერთო ჯამში, 34 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, 9 500-მდე ჯარისკაცის გაყვანას გეგმავდა. დონალდ ტრამპი გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტს აკრიტიკებდა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო