ჯოზეფ ბორელი - ალექსეი ნავალნის საქმე ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების ყველაზე დაბალი წერტილია

ჩვენი ურთიერთობები სერიოზულად დაძაბულია და ნავალნის საქმე ამ ურთიერთობების ყველაზე დაბალი წერტილია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა რუსეთის საგარეო მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

მოგვიანებით კი, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის ღრმა შეშფოთება ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა მისი გათავისუფლებისა და მისი მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ.

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულ პატივს ვცემთ რუსეთის სუვერენიტეტს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენი საერთო მომავლისთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია ევროკავშირის პოზიცია ნავალნის საქმეზე, ბორელმა უპასუხა, რომ ”სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას” შეუძლია გაარკვიოს, რა მოუვიდა მას. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანას არ დაუყენებია, თუმცა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ლიდერების მარტში დაგეგმილ სამიტზე ამ საკითხზე დისკუსიები გაიმართება.

რაც შეეხება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს, ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ურთიერთობები ბოლო წლებში "ფუნდამენტური განსხვავებებით და ნდობის ნაკლებობით" გამოირჩევა და ორივე მხარე ერთმანეთს უფრო მეტოქეებად განიხილავენ, ვიდრე პარტნიორებად, თუმცა ევროკავშირსა და რუსეთს თანამშრომლობა შეუძლიათ და უნდა ითანამშრომლონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა