CNN - რუსი ექიმი, რომელიც მოწამლულ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა

რუსეთის იმ საავადმყოფოს ექიმი, სადაც რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, ბერლინის კლინიკაში გადაყვანამდე მკურნალობდნენ, გარდაიცვალა,- CNN-ის ინფორმაციით ამის შესახებ საავადმყოფოში განაცხადეს.

ტელეკომპანიის ცნობით, სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო, 55 წლის ასაკში "მოულოდნელად" გარდაიცვალა.

ომსკის რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა CNN- ს განუცხადა, რომ "წინასწარი მონაცემებით" მაქსიმიშინის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ გასული წლის 20 აგვისტოს ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს