აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი დაიღუპა, - ამ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, ვირუსის 230 907 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 224 760 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 153 კი - გარდაიცვალა.
ქვეყანაში, ამ დროისთვის, 2 994 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.