სიმონ ჯანაშიას განცხადებით, სკოლებში პირბადის არგამოყენება „შესაძლოა, საშიში იყოს“

განათლების ექსპერტის სიმონ ჯანაშიას განცხადებით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სკოლებში პირბადეების არგამოყენება „შესაძლოა, საშიში იყოს“.

როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, განსაკუთრებით პრობლემური იქნება ამ რეგულაციის დაცვა იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამია გავრცელებული, რომელიც ითვლება, რომ ბავშვებში უფრო გადამდებია.

„სექტემბრის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მგონია, რომ არასაკმარის დაცვაზეა საუბარი. შემოდგომაზე პირბადეების ტარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც არ ევალებოდათ, რაც პრობლემად ითვლება სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით პრობლემური იქნება ამ რეგულაციის დაცვა, ახლა, როცა ახალი ვერსია, შტამი გავრცელდა ვირუსის, რომელზეც ამბობენ, რომ ბავშვებში გადამდებია“ , - განაცხადა ჯანაშიამ.

ჯანაშიამ უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა, მისი თქმით, სკოლებს გაუჭირდებათ მოსწავლეებს უსაფრთხოების წესების დაცვა ასწავლონ.

„საქართველოში, დიდ ქალაქებში უფროსკლასელებს სკოლებში მარტის შემდეგ არ უვლიათ. მნიშვნელოვანია, მათ უსაფრთხოების წესების დაცვა ვასწავლოთ, რაც ჩემი აზრით, სკოლებს გაუჭირდებათ. მაგალითად, გერმანიაში სკოლები დაიკეტა. გერმანიაში ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა და ჯერ გახსნას არ აპირებენ. აშშ-ია ამ თვალსაზრისით საინტერესო, რადგან სხვადასხვა შტატში სხვადასხვა რეგულაციები მუშაობს. ის, სადაც სკოლები ღიაა, შენობაში ბავშვების რაოდენობის კუთხით პარამეტრებს უწესებენ. მაგალითად, სავალდებულოა პირბადეების ტარება გაკვეთილებზეც. ზოგიერთ ქვეყანაში ფანჯრების დაკეტვა აკრძალულია, ღია უნდა იყოს სივრცე, რომელშიც არიან. შერეული მოდელებიც შეიმუშავეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბავშვი იყოს სასკოლო შენობაში, დღე გამოშვებით დადიოდეს სხადასხვა კლასი“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

რაც შეეხება სკოლებში სწავლების შერეულ მოდელს - დისტანციურ სწავლასა და კლასებში გაკვეთილების ჩატარებას, როგორც ჯანაშია ამბობს, ეს რთული იქნება ორგანიზების კუთხით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა