ჟოზეფ ბორელი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ევროპელი დიპლომატების გაძევების შესახებ და მოსკოვს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი მოსკოვში მისი ვიზიტის პარალელურად, რუსეთის მიერ სამი ევროპელი დიპლომატის გაძევების ფაქტს ეხმაურება.

ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს და მოსკოვს მოუწოდებს, გადახედოს დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ რუსული მედია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელზე პიტერ სტანოზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, უმაღლესმა კომისარმა შეიტყო, რომ სამი ევროპელი დიპლომატი იქნება რუსეთიდან გაძევებული. მან დაგმო აღნიშნული გადაწყვეტილება და უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ისინი მონაწილეობდნენ იმ ღონისძიებაში, რომელიც შეთავსებულია მათ სტატუსთან. აუცილებელია გადაწყვეტილების გადახედვა“, - განაცხადა სტანომ.

მისი თქმით, ჟოზეფ ბორელიმ სოლიდარობა გამოუცხადა იმ ქვეყნებს, ვისაც შეეხო აღნიშნული გადაწყვეტილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა