გერმანია რუსეთს დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი რუსეთის საპასუხოდ აცხადებს, რომ თავის გადაწყვეტილებას თუ არ შეცვლის სამი ევროპელი, მათ შორის, ერთი გერმანელი დიპლომატის რუსეთიდან გაძევების შესახებ, საპასუხო ნაბიჯი გადაიდგმება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

მაასი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის სამი დიპლომატის გაძევების შესახებ, მათ შორის მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომლის, გაუმართლებელია და კიდევ უფრო გააუარესებს ევროპასთან ურთიერთობას.

მისი განმარტებით, გერმანელმა დიპლომატმა კანონიერად გაარკვია ადგილზე მოვლენები, როგორც ეს გათვალისწინებულია ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

„თუკი რუსეთი არ გადახედავს ამ ნაბიჯს, ის უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ევროპული ქვეყნის - გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. უწყების ინფორმაციით, ელჩების გაძევების მიზეზი დიპლომატების ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა გახდა. რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ევროპელი ელჩების ამგვარი ქმედებები მიუღებელია და დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო