ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძის წინადადების მიზანია, რომ რაღაც კომპრომისულ ვადებზე შევთანხმდეთ

მამუკა ხაზარაძის წინადადების მიზანია, რომ რაღაც კომპრომისულ ვადებზე შევთანხმდეთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, თუ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციასთან ბრძოლაში დამარცხდა, რაც არასწორი, უპასუხისმგებლო აღქმაა.

„ჩვენი საზოგადოება წლების განმავლობაში გახლეჩილია, როგორ განვითარდება ქვეყანა, როდესაც თითოეულ მხარეს უნდა მეორე დაამარცხოს?! ამ დროს მარცხდება ქვეყანა! ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომ ამ დროს დაპირისპირების დამთავრება და თქმა - მოდით შევთანხმდეთ, როგორი გვინდა, რომ იყოს საქართველო უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში. რა გავაკეთოთ, ყველამ ერთად იმისათვის, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სვლა უკეთესი ქვეყნისაკენ?! დღეს ახლა ასეთ დამოკიდებულება გვაქვს, რაც ცუდია ერთი პოლუსისთვის, კარგია მეორესთვის და პირიქით... ეს ხომ არასწორი დამოკიდებულებაა?! ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, ამიტომ ეს დაპირისპირება, გაუთავებელი კინკლაობა გვერდზე უნდა გადავდოთ. უნდა ვთქვათ, რომ ერთი ქვეყანა გვაქვს, უამრავი გამოწვევაა წინ და მოდით შევთანხმდეთ კომპრომისზე. უნდა დავუსვათ წერტილი ამ გაუთავებელ შუღლს! აი მაგალითად, ეს მეც მინდა, რომ საქართველომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს. ახლა დგება კითხვა: ასეთი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი, არის ის პარლამენტი, რომელსაც ექნება რაიმე უფლება, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს?! არა.

ესაა, ჩემი აზრით, მამუკას წინადადების მიზანი, რომ რაღაც კომპრომისულ ვადებზე შევთანხმდეთ, რაზეც მოვასწრებთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ყველა საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის აღვირახსნილი ქმედებები, რაც ჩვენ 31 ოქტომბერს ვნახეთ. ხელისუფლება უყურებს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ეს ნიშნავს, რომ ის ოპოზიციასთან ბრძოლაში დამარცხდა და ეს არასწორი და უპასუხისმგებლო აღქმაა. აქ დამარცხებაზე კი არაა საუბარი, აქ საუბარია, როგორ დავამყაროთ პოლიტიკური მშვიდობა. როდემდე უნდა ვიყოთ, ასეთ პოლიტიკურ ომში?“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა