აშშ რუსეთიდან დიპლომატების გაძევებას თვითნებურ და გაუმართლებელ ქმედებად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევებას გმობს და თვითნებურ და გაუმართლებელ ქმედებად აფასებს.

„აშშ გმობს იანვრის აქციებზე დაკვირვების გამო რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გამოძევებას. ეს თვითნებური და გაუმართლებელი ქმედება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებისთვის შეუსრულებლობას წარმოადგენს. სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას, პოლონეთსა და შვედეთს,“- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. უწყების განმარტებით, ელჩების გაძევების მიზეზი დიპლომატების ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს