აშშ იემენელი ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციის სიიდან ამოღებას გეგმავს

აშშ იემენელი ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციის სიიდან ამოღებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განმარტებით, აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იემენში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მიიღო და ეს ქმედება არ ასახავს აშშ-ის შეხედულებას ჰუსიტებისა და მათი "დასაძრახი საქციელის" მიმართ.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ამ ნაბიჯს გაერო-ს მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.

”მივესალმებით აშშ-ის ადმინისტრაციის განზრახვას, რადგან ეს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მილიონობით იემენელს, რომლებიც გადარჩენისთვის აუცილებელი ძირითადი საჭიროებების მისაღებად ჰუმანიტარულ დახმარებასა და კომერციულ იმპორტზე არიან დამოკიდებულები”, - განაცხადა გაერო-ს სპიკერმა სტეფან დუჯარიკმა.

აღსანიშნავია, რომ გაერო იემენს, მსოფლიოს უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს, სადაც, მოსახლეობის 80% გაჭირვებაში ცხოვრობს.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ იემენელი ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს შეიყვანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო