41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის, 41-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის პირადი შემადგენლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში - Combined Resolve XV მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე - პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა და წარმატებები უსურვა.

უწყებაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სწავლებაში Combined Resolve XV 10 ქვეყნის 4700-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება აშშ-ის არმიის გრაფენვოერისა და ჰოჰენფელსის საწვრთნელი რაიონებში 1 თებერვალს დაიწყო და 5 მარტამდე გაგრძელდება. სამხედრო წვრთნები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ტაქტიკურ გადაადგილებას, ტერიტორიის დაკავებას, კონტაქტზე რეაგირებას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში ოპერაციის წარმოებასა და დაკავებული ტერიტორიის დაცვის საკითხებს მოიცავს. სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შეფასება და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა.

იხილეთ ვიდეო:41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო