ჩინური კომპანია ირწმუნება, რომ მისი ვაქცინა კოვიდინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაციისა და დაღუპვისგან 100%-ით იცავს

ჩინური კომპანია Sinovac-ი ირწმუნება, რომ მისი ვაქცინა - CoronaVac-ი - პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და დაღუპვის პრევენციის კუთხით 100%-ით ეფექტურია.

კომპანიის ცნობით, ვაქცინაზე ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ CoronaVac- მა ვაქცინირებულებს შორის ჰოსპირალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები სრულად აღკვეთა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი მხოლოდ 50.65%-ით შეამცირა. განსხვავებული შედეგი აჩვენა თურქეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ, რომლის თანახმადაც, CoronaVac-ი ინფიცირების რისკს 91.25%-ით ამცირებს.

ბრაზილიასა და თურქეთში მიღებული შედეგების შეუსაბამობის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

იხილეთ ვიდეო:ჩინური კომპანია ირწმუნება, რომ მისი ვაქცინა კოვიდინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაციისა და დაღუპვისგან 100%-ით იცავს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)