ენტონი ბლინკენი - ჩინეთი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისთვის ძირის გამოთხრის გამო პასუხს აგებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, განსაკურებით სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში, პასუხს აგებს.

ბლინკენის ინფორმაციით, მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატთან, იან ჯიჩთან გამართულ შეხვედრაზე მან გარკვევით განაცხადა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

„გარკვევით განვაცხადე, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, მხარს დაუჭერს საკუთარ დემოკრატიულ ღირებულებებს და პასუხს აგებინებს პეკინს საერთაშორისო სისტემის შეურაცხყოფის გამო. პეკინი პასუხს აგებს ინდო-წყნარი რეგიონის სტაბილურობის საფრთხის შექმნისკენ მიმართული მცდელობებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პეკინში, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორმა იან ჯიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, მათ შორის ჰონგ-კონგის, ტიბეტის და სინძიანის საკითხებთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო:ენტონი ბლინკენი - ჩინეთი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისთვის ძირის გამოთხრის გამო პასუხს აგებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა