ბორის ჯონსონი - ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა

მიმდინარე კვირაში პროგრესი შეიმჩნევა, ვაქცინაციის პროცესი მაღალი ტემპით მიმდინარეობს, უკვე 10.9 მილიონი ადამიანი ავცერით, თუმცა ქვეყნის გახსნა საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, 22 თებერვალს ქვეყნის გახსნის გეგმის წარდგენას აპირებს.

„22 თებერვლის გეგმის წარმოდგენას ვაპირებ, თუ როგორ ვგეგმავთ ქვეყნის გახსნას, რომელსაც, როგორც იცით, დარწმუნებული ვარ, სკოლების გახსნით დავიწყებთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს 8 მარტიდან მოხდება,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გახსნაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენს საავადმყოფოებში ახლა იმაზე ორჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იმყოფება, ვიდრე პიკის დროს, აპრილში იყო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ ეს შევამციროთ. დარჩით სახლში, დაიცავით „ჯანდაცვის ეროვნული სამსახური“ და გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე,“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო:ბორის ჯონსონი - ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა