ესპანეთი AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს არ აცრის

ესპანეთმა AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენებისთვის დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ გადაწყვეტილებით ესპანეთი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც AstraZeneca-ს გამოყენებისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი დააწესა.

ცნობისათვის, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენების რეკომენდაცია იტალიამ და ბელგიამაც გასცეს. გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ, ნორვეგიამ, დანიამ და შვედეთმა კი ვაქცინის 65 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გამოყენების შესახებ ჯერჯერობით არასაკმარისი მონაცემები არსებობს.

იხილეთ ვიდოე:ესპანეთი AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს არ აცრის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა