ანონსი 7 თებერვალი

ანონსი 7 თებერვალი

7 თებერვალს, 10:30 საათზე, რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: რუსთავი, კოსტავას გამზირი #1-ის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო: თამარ აქუბარდია - 591 01 34 00

7 თებერვალს,12:00 საათზე, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქციას გამართავს, მოწოდებით -"დროულად მოხდეს მისი უვნებლად ოჯახში დაბრუნება".

საკონტაქტო: დავით დონერიანი - 558 77 55 74

7 თებერვალს, 13:00 საათზე, სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების აღკვეთის მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაგეგმილ აქციას „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეურთდება.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 00 19 23