ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს - რუსეთი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისკენ მომართულ თქვენს ძალისხმევას აფასებს

რუსეთი აფასებს თქვენს ძალისხმევას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებისა და ინტეგრაციის განვითარებისკენაა მიმართული, - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის მიერ ანატოლი ბიბილოვისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა დე ფაქტო ლიდერს დაბადების დღე მიულოცა.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა. რუსეთი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისკენ მომართულ თქვენს ძალისხმევას აფასებს. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ თემებზე ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი და ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება,“- წერს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინმა ბიბილოვს “ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და „სამხრეთ ოსეთის” ხალხის სასარგებლოდ სამთავრობო საქმიანობაში“ წარმატება უსურვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს