აზერბაიჯანში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი დაიღუპა, - ამ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, ვირუსის 231 022 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 224 961 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 156 კი - გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ამ დროისთვის, 2 905 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 65 000-მდე ადამიანია აცრილი.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს