აშშ გვატემალასთან, სალვადორთან და ჰონდურასთან თავშესაფრის თაობაზე შეთანხმებას აჩერებს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სალვადორთან, ჰონდურასთან და გვატემალასთან თავშესაფრის საკითხებზე შეთანხმება დაუყოვნებლივ შეაჩეროს.

დონალდ ტრამპის მმართველობისას 2019 წელს ინიცირებული ე.წ. ”უსაფრთხო მესამე ქვეყნის” შეთანხმებების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის მიღების იმედით ცენტრალური ამერიკის რეგიონიდან მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარზე მიდიოდნენ, ამ სამიდან ერთ-ერთ ქვეყანაში უნდა გაეგზავნათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ამ რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის უფრო მისაღები გზები არსებობს მიგრაციის რეგულირების საკითხებში. მან აქვე აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს აშშ-ის საზღვრების გახსნას. "ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ იურიდიული გზები რეგიონში დაცვის და შესაძლებლობების მოსაპოვებლად, მაგრამ აშშ რჩება სახელმწიფოდ საზღვრებით და კანონებით, რომელთა პატივისცემაც აუცილებელია, - განაცხადა ბლინკენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო