აშშ-ში კორონავირუსის 102 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 618 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 102 420 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 916 192-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 2 618 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 462 173 -ს მიაღწია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 59 304 600 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 39 037 964 დოზაა გამოყენებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა