რომის პაპმა მრევლს დეკემბრის შემდეგ პირველად, მოციქულთა სასახლის ფანჯრიდან ქადაგებით მიმართა

რომის პაპმა ფრანცისკემ დეკემბრის შემდეგ დღეს პირველად მიმართა მორწმუნეებს ქადაგებით ვატიკანში მოციქულთა სასახლის ფანჯრიდან. ბოლოს პაპმა ეს ტრადიციული ცერემონია 20 დეკემბერს ჩაატარა. ამის შემდეგ კი პონტიფიკოსი მრევლს მოციქულთა სასახლის პაპის ბიბლიოთეკიდან, ონლაინ ტრანსლაციის მეშვეობით ესაუბრებოდა. ეს როგორც პანდემიას, ისე პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

მან მრევლს შეახსენა, რომ 11 თებერვალს ავადმყოფის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ავადმყოფებზე ზრუნვა ეკლესიის მისიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

პაპმა ქადაგებისას ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება - მიანმაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისადმი სოლიდარობა გამოხატა, ასევე ისაუბრა არასრულწლოვანი მიგრანტების შესახებ, რომლებიც საკუთარ მიწებს ტოვებენ ნათესავების გარეშე და მათთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ითხოვა.

ფრანცისკემ იტალიაში შობადობის მაჩვენებლის კლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მომავალს საფრთხე ემუქრება“. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში ეს „დემოგრაფიული ზამთარი დასრულდება და აყვავდება ბავშვების ახალი გაზაფხული“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა