ირანის უზენაესი ლიდერი - აშშ-მ  უნდა მოხსნას სანქციები, ვიდრე ირანი ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა სანქცია უნდა მოხსნას, თუ ვაშინგტონს სურს, რომ თეირანმა ბირთვული მიმართულებით ნაბიჯები შეცვალოს.

”ირანმა შეასრულა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და არა შეერთებულმა შტატებმა და სამმა ევროპულმა ქვეყანამ. თუ მათ სურთ ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, ჯერ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად უნდა მოხსნას ყველა სანქცია და არა მხოლოდ სიტყვიერად. მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ყველა სანქცია სწორად არის მოხსნილი, ჩვენ დავუბრუნდებით ყველა წესის დაცვით“, - განაცხადა ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვისას.

მისივე თქმით, ეს შეუქცევადი და საბოლოო გადაწყვეტილებაა და ირანის ყველა ოფიციალურ პირს აქვს ამაზე კონსენსუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა