ჟოზეფ ბორელი - სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხსაც შევეხეთ

ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს უახლოეს სამეზობლოში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხსაც შევეხეთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე საუბრობს.

„ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და მე დაჟინებით მოვითხოვე მინსკის შეთანხმების სრული შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე შევეხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებისა და სირიისა და ლიბიის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რჩებიან,“- წერს ჟოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთში ვიზიტი 4-6 თებერვალს გამართა. ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს 5 თებერვალს შეხვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს