ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ მოხსნის სანქციებს, ვიდრე ირანი ურანის გამდიდრებას არ შეაჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ მოხსნის ირანისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიდრე ირანი ურანის გამდიდრებას არ შეაჩერებს.

„სიბიესთან“ ინტერვიუში ჟურნალისტმა ბაიდენს შემდეგი კითხვა დაუსვა: „აშშ პირველი მოხსნის სანქციებს, რათა ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს?“ ამაზე ბაიდენმა მიუგო - „არა“. შემდეგი კითხვა იყო: „მათ ჯერ ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტონ?", რაზეც ბაიდენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მანამდე ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა სანქცია უნდა მოხსნას, თუ ვაშინგტონს სურს, რომ თეირანმა ბირთვული მიმართულებით ნაბიჯები შეცვალოს.

„თუ მათ სურთ ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, ჯერ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად უნდა მოხსნას ყველა სანქცია და არა მხოლოდ სიტყვიერად. მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ყველა სანქცია სწორად არის მოხსნილი, ჩვენ დავუბრუნდებით ყველა წესის დაცვით“, - განაცხადა ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვისას. მისივე თქმით, ეს შეუქცევადი და საბოლოო გადაწყვეტილებაა და ირანის ყველა ოფიციალურ პირს აქვს ამაზე კონსენსუსი.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ მოხსნის სანქციებს, ვიდრე ირანი ურანის გამდიდრებას არ შეაჩერებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო